ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ. მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონია, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, გაიმართა.
მუნიციპალიტეტიდან მედალზე 175 მოსწავლე იყო წარდგენილი, მათ შორის 155 ოქროს, ხოლო 20 მოსწავლე ვერცხლის მედალზე.
კუთვნილი ჯილდოები კურსდამთავრებულებს ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს.
“ჩემთვის დიდი პატივია დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობის მიღება. თქვენ ხართ ის ახალგაზრდები, ვისზეც ამყარებს იმედს სახელმწიფო, ვინც არის ქვეყნის მამოძრავებელი ძალა. სწავლა – განათლებას დიდი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოში, ამ ფერხულში ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია სოლიდური თანხით ვაჯილდოებთ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს. რაც ვფიქრობ დიდი მოტივაციაა მათთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას”, – ვასილ გველესიანი