ჯონდო მდივნიშვილმა დედის დღე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედებს მიულოცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და მოადგილემ, ნინო ბატიაშვილმა, დედის დღე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედებს მიულოცეს.

სამუსიკო სკოლის დარბაზში გამართული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.

ცნობისთვის – დედის დღე, ლაგოდეხის მერიის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს, სამოქმედო გეგმის ფარგლებში , ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის, ლაგოდეხის ქალთა საბჭოსა და დამოუკიდებელი დღის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, დედებს, საზეიმოდ ყვავილები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები