3 მარტს ლაგოდეხში, მკლავჭიდში, რიგით მეოცე ტურნირი გაიმართა

3 მარტს ლაგოდეხში, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორის ვახტანგ (ვატა) შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, მკლავჭიდში, რიგით მეოცე ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრება 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში ადგილობრივ მკლავჭიდელებთან ერთად,
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, ორმოცდაათზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო
მონაწილეობა.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა,
საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბაჩო ხაჩიძემ
მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

გარდამავალი თასის მფლობელი გახდა ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში გიორგი ქოროღლიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები