ქობულეთის მერმა გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გამართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა.
მერმა, ლევან ზოიძემ სამსახურების მიერ განსახორციელებელი გეგმები მოისმინა.
თათბირზე ძირითადი საკითხები ეხებოდა: ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას, ქალაქის მოწესრიგებას.
მიმდინარე წელს არაერთი ობიექტი შენდება, მათ შორის ბაღები, სპორტული მოედნები, წესრიგდება მრავალბინიანი სახლების ეზოები – ფასადები, ასევე კეთილეწყობა ადმინისტრაციული სოფლის ცენტრები.
ჯანდაცვის სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი სამედიცინო პროგრამა ხორციელდება და უნდა გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა.
ა(ა)იპ სოფლის წყლის სამსახურს დაევალა სოფლებში ყველა მიმართულებით მოსახლეობას, წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდოს.
სანდასუფთავების სამსახურს დაევალა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მაქსიმალურად მოხდეს დასუფთავება, გარემოს მოწესრიგება.
გამწვანების სამსახურმა დროულად დაიწყოს საგაზაფხულო მოსამზადებელი სამუშაოები, სკვერების მოწესრიგება, ხეების გასხლვა/დაბელვა.
მერმა ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ, მიმდინარე, სამომავლო პროექტებზე და მათ დროულა ვადებში დასრულებაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები