სოფელ რუისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სოფელ რუისში შიდა სასოფლო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი და დაიგება 800 მეტრამდე გზის ასფალტობეტონის საფარი .
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით .
სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა „გზა 2023“.