წალენჯიხის მერიის თანამშრომლების აღკვეთ ღონისძიებებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
წალენჯიხის მერიის თანამშრომლების აღკვეთ ღონისძიებებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ორივე მათგანს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი.
მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტო წალენჯიხის მერიის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელსა და უწყების ფინანსისტს დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 20 000 ლარის აღებას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თეიმურაზ მებონიასა და ბესიკ ძაძამიას 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამჟამად ორივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს.