ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ყოფილი ‘’კინოთეატრის’’ შენობა დაიბრუნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და ძალისხმევით, ყოფილი კინოთეატრის უნიკალური კომპლექსური შენობა-ნაგებობა, კვლავ მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
შენობა, რომელიც წლების წინ კინოთეატრს წარმოადგენდა, შემდეგ კი კერძო საკუთრება გახდა ათეული წლების მანძილზე მრავალმხრივი დანიშნულებით ფუნქციონირებდა, გარდა უახლეს კინოპრემიერათა ჩვენებებისა, ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის და მასშტაბის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. სისტემატიურად ტარდებოდა რეგიონული და საკავშირო სახის ოლიმპიადები, ფოლკლორული კონკურსები და გამოფენები. მსგავსი დანიშნულების სივრცის არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობისთვის.
შენობის არქიტექტურა და შიდა სივრცე იძლევა შესაძლებლობას მისი დატვირთვა მოხდეს მრავალფუნქციური დანიშნულებით, მათ შორის, მოეწყოს სამუზეუმო სივრცე, კინოთეატრი, სახელოვნებო, კულტურული და სხვა ახალგაზრდული მულტიფუნქციური სივრცეები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები