ქედის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუირება გახდა საჭირო.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები