ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების, მილხიდებისა და ნაპირსამაგრების მოწყობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების, მილხიდებისა და ნაპირსამაგრების მოწყობა მიმდინარეობს.

დაწყებულია სოფელ ხორეთში მასშტაბური ხიდის მშენებლობა. ასევე ჩოჩხათის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების რეაბილიტაცია.

სოფელ მაჩხვარეთში კი ნაპირსამაგრების მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილზე ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძსთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები