ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ გააჟღერა.
მისი განმარტებით, არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას კიდევ ათეულობით პარტიის წევრი აპირებს.