ზესტაფონში, სოფელ ფუთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, მერიამ ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენა
ზესტაფონში, სოფელ ფუთში, ქავთარაძეების მრავალშვილიან ოჯახს, მერიამ ახალი საცხოვრებელი სახლი გადასცა.
ახლად აშენებული სახლი ზესტაფონის ვიცე მერმა, გიორგი ჯუღელმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან,სოფლის დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. სახლების მშენებლობის პროცესი კი თვითმმართველობებმა განახორციელეს.
სოფელ ფუთში, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 71 111 ლარი დაიხარჯა. სატენდერო ვალდებულებით სამუშაოები შპს “ემ ემ თე ჯგუფი” – მა განახორციელა.