ონის მერია: უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა
“ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფ. უწერაში ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია”,- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიურ უბნებზე დღეს დილიდან იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი – ლევან ცხვედიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე.
“უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა, მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერაც მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.