თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

“პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სოფლების მოსახლეობის შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

1 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის 29 სოფლის მაცხოვრებლებთან გაიმართა. კრებებზე მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს იმ მიმდინარე საკითხებსა და საჭიროებებზე, რომლებიც პროგრამის დახმარებით უნდა მოწესრიგდეს და გადაიჭრას.

კრებებზე დასახელებული საკითხების მოგვარებისათვის, თელავის მუნიციპალიტეტში, ჯამურად 956 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა უმეტესწილად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების, გარე განათებისა და სკვერების მოწყობის, შემოღობვის, მინი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტების  ეფექტურად განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის 100%-იანი თანადამფინანსებელია, რაც ბიუჯეტს აორმაგებს და პროგრამას მეტად შედეგზე ორიენტირებულს ხდის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები