ონის მერია: პიპილეთის საჯარო სკოლას, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ახალი ტრანსპორტი გადაეცა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლას, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ახალი ტრანსპორტი გადაეცა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.

ახალი სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა შპს ‘’განახლებადი ენერგიის რეგიონული კომპანიის’’ დირექტორის- დავით უგრელიძის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსწავლეებისა და პედაგოგების გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებას, რაც უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენდა პიპილეთის სკოლისთვის.
შეხვედრაზე პედაგოგებმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სკოლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში, ერთ-ერთ შეხვედრაზე პედაგოგების მხრიდან ყურადღება გამახვილდა სკოლისთვის არსებული საჭიროების შესახებ, რომელსაც მოძველებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები