პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში გაემგზავრება. ხვალ კი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაა დაგეგმილი.
სხდომას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება.
შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.