პროექტის “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში ჩხოროწყუს მერი სოფელ ახუთსა და ლესიჭინეში მოსახლეობას შეხვდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ახუთსა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში გაიმართა.
მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და პირველწყაროსგან გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს.
ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილეს. ასევე, ითხოვეს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„მერიის შესაბამისი სამსახურების წარომადგენლებთან ერთად დაგეგმილი მაქვს თითოეულ უბანში, უშუალოდ შევხვდე მოსახლეობას და პირველწყაროსგან მოვისმინო ის საჭიროებები და პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, რომ მათი ჩართულობით და აქტიურობით, ერთად, ერთიანი ძალისხმევით დავსახოთ მათი გადაჭრის გზები, რაც აუცილებელი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.“, – აღნიშნა დათო გოგუამ.
მერმა შესაბამის სამსახურებს შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების დროული მოგვარება დაავალა, ასევე აღნიშნა რომ, ის პრობლემები, რაც ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ გადაიჭრება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობით მოგვარდება.
მერი ასევე სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო, ლესიჭინეში კი დაათვალიერა მოცვის პლანტაცია. დათო გოგუა აღნიშნულ სოფლებში თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობასაც გაეცნო.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში ეტაპობრივად გაიმართება.