საჩხერეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 46 სოფელში გაიმართა

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ ამჯერად, სოფლებში: ბახიოთში, შალაურში, მახათაურში, ცხამსა და დურევში გამართა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოსახლეობისგან მოისმინა მათ სოფლებში არსებული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეს. გამოვლინდა პრიორიტეტული საკთხები. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს თუ რა პროექტი განხორციელება მათ სოფლებში მიმდინარე წელს.
სოფელ ბახიოთსა და შალაურში, პრიორიტეტულად გარე განათების მოწყობის გაგრძელება მიიჩნიეს; მახათაურის მაცხოვრებლებმაც გარე განათებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა გადაწყვიტეს, ხოლო ცხამის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზების მოწყობა არჩია. დურევის მკვიდრთა გადაწყვეტილებით, მოეწყობა მოსაცდელი და სანიაღვრე არხი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 46 სოფელში გაიმართა და ამით დასრულდა.

ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები