ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში კაცმა თანასოფლელი დაჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ აფენში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის კაცს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან სამჯერ ესროლა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.