საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, მიწა-კლდის მასა იყო ჩამოსული, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები