გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება – ახალი კანონპროექტის დეტალები

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება. „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი
პარლამენტს გასული წლის ბოლოს წარედგინა და ამ დროისთვის, საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2024 წლის 1-ლი ივლისიდან.

„გურიის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება.
ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს და IUCN წითელი ნუსხის და CITES კონვენციით დაცული, საქართველოს და კავკასიის ენდემურ მცენარეთა 74 სახეობის პოპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის შექმნა მათი დაცვის და შენარჩუნების მიზნით,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები