ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სადაც ღამით მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივები არიან შეკრებილნი. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მეწყერში მისი ოთხი მოსწავლე მოჰყვა.
„პედაგოგი ვარ და ჩემი მოსწავლეები არიან, ვისაც ეძებენ. საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ბოლო დრომდე ვერ ვამბობ ვერაფერს, იქნებ უფლის წყალობით რამე მოხდეს, ოთხ ბავშვზეა საუბარი. ჩამოსული მასის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ისეთი მდგომარეობაა აქ, რომ გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. იქნებ მოხდეს სასწაული და ცოცხალი ვნახოთ ვინმე“, – ამბობს ადგილობრივი “ქრონიკასთან” საუბრსისას.
ცნობისთვის, ბაღდათში, სადაც მეწყერი ჩამოწვა ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.