ბაღდადში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ნანგრევებში 6 ადამიანს ეძებენ, მათ შორის 3 ბავშვია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნერგეეთში, მაშველები მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, საკუთარი სახლის ნანგრევებში მოყოლილ,  სავარაუდოდ 6 ადამიანს ეძებენ, მათ შორის 3 ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია სამი ცხედარი. ამოიყვანეს მაშველებმა ერთი მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ადგილზე იმყოფებიან  ხელისუფლების წარმომადგენლებიც

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

“ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია ოთხი საცხოვრებელი სახლი. დასაწყისში ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, ერთი ადამიანი ცოცხალია. სამწუხაროდ, სამი ცხედარი ვიპოვეთ, დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც ამ ლოკაციაზე შეუძლია იმუშაოს, ცოცხალი ძალაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მიწის მასა სოფელ ნერგეეთში ღამის ორი საათისთვის ჩამოვიდა, მაშინ, როცა ყველას ეძინა და ოთხი სახლი მოიყოლა. დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის არის სამი ბავშვი და ერთი 20 წლის ახალგაზრდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები