ახალციხის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებიდაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტშისოფლისმხარდაჭერის პროგრამისფარგლებში,პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთანშეხვედრები დაიწყო.

საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრებიგაიმართა უკვე გაიმართა აწყურის და აგარისადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხისმუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟაგაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესაბა კბილაშვილი, ადგილობრივითვითმმართველობისა და დეპუტატის ბიუროსწარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე თისელის, ტყემლანის, აწყურის, საყუნეთის, ზიკილიის, აგარისა და წინუბნის  მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, თავადგადაწყვიტეს თუ რას მოხმარდება დასახლებისთვისგამოყოფილი თანხა.

მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად,  მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებშიგანსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირეინფრასტრუქტურული პროექტისგანსახორციელებლად თანხა მოსახლეობისრაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში საერთო კრება ანკონსულტაცია, წინასწარ შედგენილი გრაფიკითტარდება. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების,  შიდა გზების, სასმელი და სარწყავისისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი  მოედნების, საყრდენი კედლის,  მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობარეაბილიტაცია და სხვა. შერჩეულიპრიორიტეტები  დასამტკიცებლად საკრებულოს   წარედგინება და  დაიწყებასაპროექტოსახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციისშესყიდვის  პროცედურები.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები