საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ხვედელიძე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ჯალაურთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჯალაურთისა და მოძვის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა მერს მათ მიერ შერჩეული განსახორციელებელი პროექტები გააცნეს.
სოფელ ჯალაურთაში ხმათა უმრავლესობით შიდა საუბნო გზების, ხოლო-სოფელ მოძვში სანიაღვრე არხის მოეწყობა გადაწყდა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 5 თებერვალს სოფლების სარეკის, ბაჯითისა და ქვემოხევის მოსახლეობასთან გაიმართება.