გოგი მეშველიანი: მათ აქვთ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და თითოეულის წარმატებული მოღვაწეობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და უკეთეს მომავალს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მმართველი პარტიის ყრილობის შემდეგ, პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ თითოეულის წარმატებული მოღვაწეობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და უკეთეს მომავალს. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
“ბატონ ირაკლი კობახიძეს ვულოცავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებას.
ის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და ადამიანური თვისებებით. აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური ხედვა. მჯერა, რომ მისი მმართველობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და სწორი საერთაშორისო პოზიციონირება.
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კი წარმატებებს ვუსურვებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობის მეთაურის რანგში გაწეული სამწლიანი მოღვაწეობისთვის.
მათ აქვთ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და თითოეულის წარმატებული მოღვაწეობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და უკეთეს მომავალს”, – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი