მიმდინარე წელს 12 ოჯახისთვის სოციალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არის დაგეგმილი – ქობულეთის მერია 

“ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მე-3 წელია ახორციელებს ინდივიდუალური სოციალური საცხოვრებელი სახლების მოწყობას.  მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის პროგრამა განკუთვნილია იმ ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია, არ ექვემდებარება აღდგენა/რეაბილიტაციას. მერია მსგავსი ოჯახებისთვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლებს აშენებს”,- ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“ამ დროისთვის უკვე აშენდა 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლები. მიმდინარე წელს დაგეგმილია დამატებით 12 ოჯახისთვის სახლის მშენებლობა. პროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება 29 იანვარს დაიწყო .

მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია :

ა) ინდივიდუალური მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე განაცხადი ;

ბ ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ ;

გ ) განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად , არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლები ;

დ) შესაბამისი სტატუსის და მადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან , შშმპ , მარჩენალდაკარგული , მრავალშვილიანი და სხვა );

ე ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ვ ) გეოლოგური დასკვნა ;

ზ ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;

განცხადების მიღების ბოლო ვადა 29 თებერვალია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები