სენაკში, მამაკაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს, საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.