ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  შუა ხნის მამაკაცია. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები