ქარელში, მომხდარი შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცია მოკლული

 

ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცია მოკლული.

არსებული ინფორმაციით, სოფელ სამწევრისში მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი სათევზაოდ. სანადიროდ მყოფი მამაკაცის მხრიდან შემთხვევითი გასროლისას მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად მეორე მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიების მიმდინარეობისას, შესაძლოა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები