წელს მცხეთა-მთიანეთში, სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, 20-ზე მეტი პროექტი განხორციელდა

“მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები”, –  ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მიმდინარე წელს მხარეში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით,  20-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. სამუშაოები ჩატარდა როგორც მუნიციპალიტეტების ქალაქების, აგრეთვე, დაბებისა და სოფლების ტერიტორიებზე.  პროექტების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარამდე შეადგენს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მომავალში კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები