გორში, პუშკინისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს

“გორში, პუშკინისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს.
აღნიშნულ ლოკაციაზე საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით ტექნიკური მოწყობილობა პირველად მონტაჟდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ბოლო პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეინიშნებოდა მოძრაობის ინტენსივობის ზრდა, რაც პირდაპირპროპორციულად ისახებოდა სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება შუქნიშნის დამონტაჟების შესახებ.
სამონტაჟო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო აწარმოებს.
გარდა შუქნიშნებისა, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით სააგენტო ქალაქის მასშტაბით საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებსაც ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები