ბათუმის სტადიონი ევროკავშირის დროშის ფერში განათდა

“ბათუმის აჭარაბეთ არენა ევროკავშირის დროშის ფერში  განათება ევროკომისიის რეკომენდაციას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება”, –  ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

“ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები