ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში, ხანძარია

 

ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში, ხანძარია. ცეცხლი მიუვალ ადგილას, ბუჩქებს უკიდია.

ამ ეტაპზე, დასახლებულ პუნქტებამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია ცოცხალი ძალა, სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

როგორც ჩხოროწყუს მერმა, დათო გოგუამ განაცხადა, ხანძარზე რეაგირება ოპერატიულად მოხდა და სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

“ხანძარი, ძირითადად ბუჩქოვან მასივს გაუჩნდა და იყო იმის საშიშროება, რომ ხანძარი ტყის წიწვოვან ნაწილზე გადასულიყო. რეაგირება ოპერატიულად მოხდა. წუხელვე ჩაერთო, როგორც ჩხოროწყუს, ასევე სამხარეოს სამაშველო სამსახურები, დაახლოებით 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს”, – განაცხადა დათო გოგუამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები