ავთანდილ თალაკვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

დღეს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან ერთად, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იესპერ მოლერს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

„საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, იესპერ მოლერთან. განვიხილეთ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები ოზურგეთში. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თანამშრომლობის გაგრძელებას მივესალმებით. მადლობას ვუხდი ბატონ იესპერს და მის გუნდს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები