ხაშურში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი, მდინარე ჭერათხევზე გამავალი ხიდი ჩაინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, დილიდან მიმდინარეობს ხიდის დემონტაჟი. გზაზე მოეწყო მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ხიდი ძველია, თუმცა ის დაზიანებული არ იყო. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ხიდზე ასფალტი 2021 წელს დაიგო, როდესაც სოფელში გზა გაკეთდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.
ხიდის აღდგენამდე მოსახლეობა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით ისარგებლებს.