გოგი მეშველიანი პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს და მრავალ წარმატებას!
მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის”, – აცხადებს გოგი მეშველიანი.