აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფილიპ გუიტარდს შეხვდა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფრანგული კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს − ფილიპ გუიტარდს შეხვდა”,  – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
“შეხვედრაზე აჭარაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. კომპანია Veolia group ენერგეტიკის, ნარჩენებისა და წყლის მართვის სფეროში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები