ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს

“ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს.
დილიდან განახლდა დატბორილი და დაზიანებული მონაკვეთების მოწესრიგება.
დაიტბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია. მთელი ღამის განმავლობაში მობილოზებული იყო ყველა სამსახური. შესაბამისი სამსახური ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერული პროცესები გამოიწვია.
ამ ეტაპზე 3 ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანალი. არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დაიწყება ზარალის დათვლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები