დაბა ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

დაბა ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
დღეისათვის ეზოს და ინტერიერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, პარკის მოწყობის პროექტს ახორციელებს.
თანამედროვე სტანდარტების შენობაში სავარჯიშო, შეჯიბრების ჩასატარებელი სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში სპორტულ ობიექტში სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.
ახალი სპორტული ობიექტი სპორტსმენების სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს.
ძალოსნობის ბაზაზე სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები