ქობულეთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. მიმდინარე წელს სწავლა   განახლებულ ბაღებში სოფელ ლეღვას, საჩინოს და ქობულეთის #1 საბავშვო ბაღებში დაიწყო. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“ბაღები ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, კვებითი და სასწავლო სტანდარტების კუთხით სრული დაცვით ფუნქციონირებს.

ქობულეთის პირველი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2 მილიონი 752 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სოფელ ლეღვას საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 1 მილიონ 71 ათასი ლარი. რაც შეეხება სოფელ საჩინოს ბაღს,მილიონ 479 ათასი ლარი გამოიყო.

მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე  29 საბავშვო ბაღში, სადაც 2700 აღსაზრდელი ირიცხება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები