ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა,
რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში არიან განთავსებული.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხო ადგილას განთავსება. ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის”,-აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
ბოლო მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჯამში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 204 ოჯახი, სასტუმროებში კი -161.