“აღარ არსებობს ცენტრთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა, ფეხითაც შეუძლებელია გადაადგილება”- სოფელ ორმეთის მკვიდრი
გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული.
განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში, სადაც სტიქიამ გზები დააზიანა. სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
“ლანჩხუთის რაიონი სოფ. ორმეთი. სოფელში აღარ არსებობს ცენტრთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა, ფეხითაც შეუძლებელია გადაადგილება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია მოგვხედეთ, არც შუქია არც გაზი”, წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი სალომე კუპრაძე.
გურიაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ერთ დაკარგულ ადამიანს.