რა ვითარებაა ამ დროისთვის გურიაში – რომელი სოფლები დააზარალა სტიქიამ

გურიასა და აჭარაში სტიქიას ებრძვიან. ამ დროისთვის, ნაპოვნია ერთი არასლუწლოვანის ცხედარი.

ქობულეთში დილიდან მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

სტიქიამ გურიის რეგიონში განსაკუთრებული ზიანი მიაყენა სოფელ ჯუმათს, სუფსას, ჯიხანჯირს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, 1 არასრულწლოვანის ცხედარია ნაპოვნი. 2 ადამიანის ძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ლესის წყლის ადიდების გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები