7 სექტემბერს “დუშეთობა-მთაბარობა” გაიმართება

7 სექტემბერს, ქალაქ დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა” აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 15:30 საათიდან 22:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართება. ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს. 
“მათ შორის, მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
სევე, ჩატარდება კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლების, ანსამბლებისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
მოსულ სტუმრებს ადგილზე, აგრეთვე, დახვდებიან აზოტ-შოუს და ცეცხლოვანი შოუს ოსტატები.
ღონისძიების მთავარი სტუმრები არიან ჯგუფი „გუფი-ლენდი” და ჯგუფი „რეგიონი”.
ღონისძიებას 22:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს. ღონისძიების წამყვანია დუტა სხირტლაძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები