“მიწის გამო მომიკლა შვილი, მეორე შვილი დავკარგე” – რას ამბობს კახეთში მოკლული მეხანძრე-მაშველის მამა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, 35 წლის მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი თანასოფლელმა 89 წლის მამაკაცმა იარაღიდან გასროლით მოკლა.

“სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო ბექა ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე, – ამბობს მოკლულის მამა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები