გორში, სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორში, სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“პროექტის მიხედვით მოეწყობა: დეკორატიული განათება,გარე განათება, კალათბურთის ფარი, სკამები, ნაგვის ურნები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, ღობე, სამუშაოების ღირებულება 90 000 ლარია.

პროექტი “სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ – ის ფარგლებში ხორციელდება. ის ადგილობრივმა მოსახლეობის ინიციატივით ხორციელდება.

პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები