კარალეთის დევნილთა დასახლებაში მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
კარალეთის დევნილთა დასახლების მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათების სისტემა.
პროექტი ითვალისწინებს მოედნის შემოღობვას საფეხბურთო კარების, ხელოვნური საფარისა და გარე განათების მოწყობას.
სამუშაოების ღირებულება 142 685 ლარია.
პროექტის განსახორციელებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.