დღეს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ფოლკლორული ანსამბლის ,,ბუბა” სოლისტი გენადი სულთანიშვილი და სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძე დაკრძალეს

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად, გარდაცვლილი ფოლკლორული ანსამბლის ,,ბუბა” სოლისტი გენადი სულთანიშვილი და სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძე დაკრძალეს, ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამოქალაქო პანაშვიდზე და გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები