ზუგდიდის მერიისა და ტექნოპარკის თანამშრომლობით, ანაკლიაში პირველი ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა

პირველი ტექნოლოგიური ბანაკი ანაკლიაში, რომელიც ზუგდიდის მერიისა და ზუგდიდის ტექნოპარკის თანამშრომლობით შედგა, დასრულდა, ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანაკში მონაწილეობას იღებდა 50 ახალგაზრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც 1 კვირის განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. მონაწილეები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ სტარტაპ იდეებით, რომელიც ბანაკის განმავლობაში ნასწავლ თემებს მოიცავდა.

მათივე ცნობით, იდეების დასახვეწად გუნდებს აქტიურად უტარდებოდათ მენტორინგი და კონსულტაციები. დემო დღეზე, სტარტაპ იდეა წარადგინა ათმა გუნდმა. გამარჯვებული გახდა გუნდი Aceup, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო 2 000 ლარი ჯილდოს სახით.

ღონისძიებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

ზუგდიდის მერმა ბანაკის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ბანაკი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

„ანაკლიაში ჩატარდა პირველი ტექნოლოგიური ბანაკი, ეს გახლავთ GITA-ს, ზუგდიდის  ტექნოპარკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი, რომელიც ემსახურება ჩვენი ახალგაზრდების თანამედროვე სისტემებისა და ციფრული საინფორმაციო ტექნოლოგიების ცნობადობის ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღეს საკმაოდ ნაყოფიერი ცოდნა ამ მიმართულებით.

რაც მთავარია, თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო იდეა და პროტოტიპი, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიმართულებით მოიცავდა. გვყავს ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა 2000-ლარიანი ვაუჩერი, რათა მოახდინოს მისი იდეის და პროექტის კომერციალიზაცია. ეს ბანაკი ყოველწლიურად გაგრძელდება და ახალგაზრდებს მუდმივად  მივცემთ შესაძლებლობას გაიღრმაონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, პრაქტიკაში დანერგონ”, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები