ნინო ლაცაბიძე – რუსთავის ჭალის ტყის განვითარებისთვის, უნდა გავერთიანდეთ რუსთაველები და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა პრიორიტეტულია
უსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის – ,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო” ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რუსთავის მერიამ და შვედეთის განვითარების სააგენტომ, რუსთავის ჭალის ტყის განვითარების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს, ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების”წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების საკითხები განიხილეს.
როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ჭალის ტყე, რომელიც რუსთავის საზღვრებშია მოქცეული, მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, ჭალის ტყეს სერიოზული ზიანი მიადგა. მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში, ერთობლივად შევიმუშავეთ რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალურ გეგმას მოიცავს. რუსთავის ჭალის ტყის განვითარებისთვის, უნდა გავერთიანდეთ რუსთაველები და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა პრიორიტეტულია”, – აღნიშნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მათივე ცნობით, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, პროექტის -,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველოს” შვიდ ძირითად კომპონენტშია გათვალისწინებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში, რუსთავის მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგია და გეგმა შემუშავდა, რომელიც უნიკალური ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას და კონსერვაციას გულისხმობს. რუსთავის ჭალის ტყეების გამორჩეული ეკოსისტემის მდგრადი მართვა, წინაპირობაა ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ქალაქის მოსახლეობის სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.
რუსთავის ჭალის ტყე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გაშლილი და მისი ფართობი 320 ჰექტარია. მისი განვითარების სტრატეგია დღემდე არ არსებობდა. რუსთავის ჭალის ტყე-პარკის ტერიტორია, მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.